ახალი ამბები

გენდერ ბარომეტრი: ფოკუს-ჯგუფები მედია ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და გენდერის ექსპერტებთან

მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და კავშირი „საფარის“ მიერ ერთობლივად ხორციელდებაგაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტი, წინასაარჩევნო პერიოდშისოციალურ მედიაში ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური სიძულვილის ენის ფაქტებისგამოვლენის შესახებ. სოციალური მედიის მონიტორინგის დაწყების თანადროულად, შეიქმნაქართულ რეალობაზე მორგებული სექსისტური სიძულვილის ენის ინდიკატორები. სწორედ ამ მიზნით26-27 და 29 აგვისტოს ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები მედია ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, გენდერისექსპერტებთან, რომლის განმავლობაშიც შეიქმნა სექსისტური სიძულვილის ენის ქართულიინდიკატორები. მედიის ჯგუფში 8 ექსპერტი, პოლიტიკოსების ჯგუფში 9 პოლიტიკოსი, ხოლო გენდერის ჯგუფში 8 ექსპერტი მონაწილეობდა.

 

ქალ პოლიტიკოსებთან, მედია და გენდერის ექსპერტებთან სამუშაო ფოკუს-ჯგუფებზე შეგროვებული პირველადი სოციოლოგიური ინფორმაციის ნარატიული ანალიზის საშუალებით, შეიქმნა სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ფორმები, რომელთაგან ზოგიერთი დაემთხვა შესავალში გამოყოფილ ევროპულ ინდიკატორებს (სლათ-შეიმინგი (ბოზობით შერცხვენა), სექსუალური შინაარსის ფოტოების გავრცელება, სხეულით შერცხვენა (ხმის ტემბრი, ემოციური საუბარი), ეიჯიზმი, პოზიტიური სექსიზმი-ყალბი კომპლიმენტები, წახალისებული დანებება, შარჟი, ხუმრობები, ჭორაობა), ხოლო, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ქართული სივრცისთვის დამახასიათებელი აღმოჩნდა (გამოცდილებასა და პრინციპულობის ნაკლებობაზე მითითება, სიძულვილის ვარიაციები ჰეტერონორმატიული ოჯახის გამოყენებით, ქალის გენდერული როლი, საყვედურები ოჯახსა და დედობაზე, „კაცური“ ქცევის მქონე ქალი პოლიტიკოსის სიძულვილი, „კაცის დანამატი“, „ფულზე გაყიდულობა“,  უმცირესობების უფლებების დამცველი ქალი პოლტიკოსების ჩაგვრა, „ცუდი ქართველობა“).

 

გამოვლენილი ინდიკატორებისა და შინაარსობრივი სეგმენტების საფუძველზე მომზადდაკრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მედიის განვითარების ფონდის მონიტორები ახორციელებენსოციალური მედიის კონტენტ-ანალიზს.

მსგავსი პოსტები

ფორუმი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო პლატფორმების გენდერმგრძნობელობას დაეთმო

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯიდლოვების ცერემონია გაიმართა

ახალქალაქში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსია გაიმართა

"ქალები ცვლილებებისთვის" - კონკურსი ბლოგერებისთვის ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად